თანაბარი მოპყრობის პრინციპი (იგივე არადისკრიმინაციულობის პრინციპი) მოითხოვს, რომ იდენტურ სიტუაციებს განსხვავებულად არ მოეპყრონ, ხოლო განსხვავებულ სიტუაციებს - ერთნაირად, თუ ამგვარი მიდგომა ობიექტურად არ არის გამართლებული (იხ. Akzo Nobel Chemicals and Akcros Chemicals, პუნქტი 55). თანაბარი მოპყრობის პრინციპის დარღვევის დასადგენად აუცილებელია, რომ შესაბამისი სიტუაციები იყოს შესადარისი მათი დამახასიათებელი ყველა ელემენტის გათვალისწინებით. შედარება უნდა განისაზღვროს და შეფასდეს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის საგნისა და მიზნის გათვალისწინებით (იხ. Team Relocations, პუნქტი 187). მოპყრობის დიფერენცირება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეფუძნება ობიექტურ და გონივრულ კრიტერიუმს; კერძოდ, თუ იგი ემსახურება მოცემული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს და ეს განსხვავება დასახული მიზნის პროპორციულია (იხ. Herbert Schaible, პუნქტი 77).
კონკურენციის ბიურო შეშფოთებულია, რომ კანადელებს სასურსათო შეთავაზებებს უმალავენ. →
2026-10-08ახალი ზელანდიის კონკურენციისა და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელმა ორგანომ (NZCC) სამართლებრივი დავა დაიწყო იაფფასიანი მაღაზიათა ქსელის, PD Mart-ის (ყოფილი Panda Mart) წინააღმდეგ →
2026-10-08Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი. →
2026-10-08კონკურენციის საბჭოს შეუძლია გამოიყენოს სხვა საჯარო უწყებებისა და დაწესებულებების მიერ შეგროვებული ინფორმაცია და დოკუმენტები. →