სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არ ხდება რესურსების ეფექტიანი განაწილება, რაც სამთავრობო ჩარევის, მათ შორის, რეგულირების საფუძველს ქმნის. ბაზრის ჩავარდნის მრავალი წყარო არსებობს. კონკურენციის პოლიტიკის მიზნებისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანია საბაზრო ძალაუფლება, რომელიც შესაძლებელია მოპოვებული იქნას როგორც კანონიერი (ჯანსაღი კონკურენციის), ისე კანონსაწინააღმდეგო გზით (მაგალითად, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებით). სტანდარტულად, თუ ბაზრის ჩავარდნა გამოწვეულია ბაზრის მონაწილეთა კანონსაწინააღმდეგო ქცევით, ეს იძლევა კონკურენციის ორგანოს მხრიდან აღსრულების შესაბამისი ღონისძიებების (მაგალითად, მოკვლევისა და დაჯარიმების) განხორციელების საფუძველს. არსებობს ბაზრის ჩავარდნის სხვა სახეებიც (მაგალითად, გარეგანი ეფექტები ან საზოგადოებრივი საქონელი), რომლებიც შეიძლება ამართლებდნენ ბაზრის რეგულირებას ან ობიექტების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას. თუ ჩავარდნა გამოწვეულია უშუალოდ ბაზრის სპეციფიკით (მაგალითად, ბუნებრივი მონოპოლიით), როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება ბაზრის რეგულირებას.