ბრენდთაშორისი კონკურენცია (Inter-brand Competition)

კონკურენცია ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომლებმაც შექმნეს სასაქონლო ნიშნები და მარკები, რათა განასხვავონ საკუთარი საქონელი ან მომსახურება იმავე საბაზრო სეგმენტზე შეთავაზებული სხვა პროდუქციისგან. მაგალითად, კომპიუტერული ტექნიკის ორ მწარმოებელს შორის წარმოებს ბრენდთაშორისი კონკურენცია. თითოეულ ბრენდს შეიძლება ჰყავდეს მომხმარებელი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს და უფრო ხშირად ან უფრო მაღალ ფასად იძენს მას. ბრენდთაშორისი კონკურენციის ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვერტიკალური შეთანხმებების კონკურენტული ეფექტის შეფასებისას. მაგალითად, შიდაბრენდული კონკურენციის შეზღუდვისას, ვერტიკალური შეთანხმებები მაინც შეიძლება მიეკუთვნოს კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებიდან გამონაკლისებს, იმ მოტივით, რომ ისინი წაახალისებენ ბრენდთაშორის კონკურენციას. თავის მხრივ, ბრენდთაშორისი კონკურენციის შემზღუდველი ვერტიკალური შეთანხმებები იშვიათად მიეკუთვნება ხსენებულ გამონაკლისებს და შესაბამისად, კონკურენციის ორგანოსგან გაცილებით უფრო ფრთხილი შეფასების საგანია.