ბრუნვის ზღვარი (Turnover Threshold)

ეკონომიკურ აგენტთა წლიური ბრუნვის მინიმალური ოდენობა, რომელიც გამოიყენება კონცენტრაციების კონტროლის სფეროში, როგორც კონკურენციის ორგანოსთვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულების ერთ-ერთი წინაპირობა. ბრუნვის ზღვარს ქვემოთ განხორციელებული ტრანზაქციები, როგორც წესი, არ ექცევა კონკურენციის ორგანოების ინტერესის სფეროში. ევროკავშირსა და საქართველოში, ბრუნვის ზღვრების ოდენობა სტატიკურია და დადგენილია კანონმდებლობით. შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონცენტრაციების კონტროლის მიზნებისთვის, პერიოდულად ხდება ბრუნვის ზღვრების გადახედვა.