დარღვევა (Infringement)

კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა, რომლის არსებობაც დგინდება აღსრულების შესაბამისი პროცედურით და რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, დამრღვევი პირი კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში სანქცირებას ექვემდებარება. პირის ქმედებას, რომელსაც დარღვევის ნიშნები აქვს, ხსენებული პროცედურის მეშვეობით დადასტურებამდე, სავარაუდო დარღვევა (Alleged Infringement) ეწოდება. დარღვევა შესაძლოა იყოს როგორც არსებითი, ისე პროცედურული ხასიათის. არსებითი დარღვევის მაგალითებია: კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება შეტყობინების გარეშე და ა.შ. პროცედურული ხასიათის დარღვევაა, მაგალითად, კონკურენციის ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა.