მომხმარებლის დანაზოგი მომხმარებლის კეთილდღეობის საზომია და აღნიშნავს საქონლის ან მომსახურების ჭარბ საზოგადოებრივ ღირებულებას, მასში გადახდილ ფასთან მიმართებით. მომხმარებლის დანაზოგის გამოთვლისას, მხედველობაში მიიღება განსხვავება ორ მაჩვენებელს შორის: (1) მაქსიმალური ფასი, რომლის გადასახდელადაც მომხმარებელი მზადაა ცალკეული საქონლის ან მომსახურების მიღების სანაცვლოდ; (2) იმავე საქონლის ან მომსახურების საბაზრო ფასი, ან ღირებულება, რომელსაც მომხმარებელი რეალურად იხდის მის მისაღებად. მომხმარებლის დანაზოგი სახეზეა, როდესაც პირველი მაჩვენებელი მეტია მეორეზე.