მოქმედი კონკურენტი (Actual Competitor)

მოქმედი კონკურენტები ეწოდებათ ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს. მოქმედ კონკურენტად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც შესაბამის საქონელზე ფასის მცირე და მუდმივი ზრდის საპასუხოდ შეუძლია დაუყოვნებლივ გადაერთოს ამ საქონლის წარმოებაზე და ბაზარზე განათავსოს იგი მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯების ან რისკების გარეშე (მიმწოდებლის მხრიდან დაუყოვნებელი ჩანაცვლებადობა). მოქმედ კონკურენტებს შორის შეთანხმება ან კონცენტრაცია განსაკუთრებული კონკურენტული რისკის მატარებელია. ამდენად, ეკონომიკური აგენტების მოქმედ კონკურენტებად მიჩნევამ დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს კონკრეტული მოკვლევის ან კონცენტრაციის შედეგებზე.