პოტენციური კონკურენტი (Potential Competitor)

ეკონომიკური აგენტი განიხილება პოტენციურ კონკურენტად, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ მას შეუძლია და, დიდი ალბათობით, განახორციელებს საჭირო დამატებით ინვესტიციებს ან გაიღებს სხვა აუცილებელ დანახარჯებს შესაბამის ბაზარზე შესასვლელად, ამავე ბაზარზე ფასების მცირე და მუდმივი ზრდის საპასუხოდ. ეს შეფასება უნდა ეფუძნებოდეს რეალისტურ საფუძვლებს, მხოლოდ ბაზარზე შესვლის თეორიული შესაძლებლობა საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ ბაზარზე შესვლა საკმარისად სწრაფად მოხდეს იმისათვის, რომ პოტენციური შესვლის საფრთხე ბაზრის მონაწილეების ქცევის შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენდეს. ჩვეულებრივ, ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე შესვლა უნდა მოხდეს მოკლე ვადაში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოტენციური კონკურენტი არის დაინტერესებული ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს დასაბუთებული განზრახვა შესაბამის ბაზარზე შესასვლელად. კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში, პოტენციური კონკურენტების განსაზღვრას დიდი მნიშნველობა აქვს. მაგალითად, ევროკავშირში ხსენებული სახის კონკურენტები მხედველობაში არ მიიღებიან შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისას, თუმცა მათგან მომდინარე კონკურენტული წნეხი ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას ერთ-ერთი ფაქტორია.