პოტენციური კონკურენცია (Potential Competition)

კონკურენტული წნეხი შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებზე, რომელსაც იწვევს ახალი ეკონომიკური აგენტების ამ ბაზარზე შესვლის სურვილი ან/და ამის გონივრულ ვადებში განხორციელების პოტენციალი. შესაბამის ბაზარზე ახალი შემსვლელები შეიძლება მოიზიდოს ამ კონკრეტულ ბაზარზე ნორმალურზე მაღალმა მოგებამ, რაც (სავარაუდოდ) შეზღუდული კონკურენციიდან გამომდინარეობს. კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში, პოტენციური კონკურენციის ანალიზი ხორციელდება ბაზარზე მოქმედი კომპანიების საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას. როგორც წესი, დამატებითი ეკონომიკური აგენტების ბაზარზე შესვლით იზრდება მიწოდების ოდენობა, მცირდება ფასი და გამოირიცხება ნორმალურზე მაღალი მოგება. შესაბამისად, ბაზარზე შესვლის რეალურ შესაძლებლობას გარკვეული „დისციპლინის ეფექტი" აქვს მოქმედი კონკურენტების ქცევაზე. ამ უკანასკნელთათვის პოტენციური კონკურენცია იკლებს, როდესაც ბაზარზე შესვლის ბარიერები მაღალია. შესაბამისად, პოტენციური კონკურენციის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტ(ებ)ს არ უკავია დომინანტური მდგომარეობა, ან არ მოხდება ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.