საზოგადოებრივი საქონელი (Public Goods)

არაგამორიცხვადი და არამეტოქეობაუნარიანი საქონელი, რომლის წარმოებაც არ ანაზღაურდება. შესაბამისად, კერძო ორგანიზაციებს არ აქვთ მისი წარმოების ეკონომიკური მოტივაცია, ხოლო მომხმარებელს შეუძლია იგი გამოიყენოს საფასურის გადახდის გარეშე, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა ,,უბილეთო მგზავრობის პრობლემას" ქმნიდეს. საზოგადოებრივი საქონლის მაგალითია სახელმწიფო თავდაცვა ან ქუჩის განათება. რაციონალური, უკიდურესად ინდივიდუალისტური ადამიანი, რომელიც მხოლოდ მის მოგებასა და დანახარჯს აღიქვამს, მოტივირებული იქნება, იყოს ამ მომსახურების მიმღები ,,უბილეთო მგზავრი", თუმცა, არ ექნება მოტივაცია აწარმოოს იგი. შესაბამისად, საზოგადოებრივი საქონელი ბაზრის ჩავარდნის ერთ-ერთი სახეა და სახელმწიფო რეგულირების საჭიროების აშკარა მაგალითია.