ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს კონკურენციის ორგანოების გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობასა და სასამართლოს მიერ ამ საქმეების განხილვას. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო კონკურენციის სფეროში გამოტანილ გადაწყვეტილებებზე აწარმოებს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლს, ე.ი. უფლებამოსილია განიხილოს და შეაფასოს ევროკომისიის გადაწყვეტილების ნებისმიერი ნაწილის კანონმდებლობასთან თავსებადობა. ამასთან, სანქციების ნაწილში სასამართლო სარგებლობს „სრული იურისდიქციით", რაც გულისხმობს ჯარიმის როგორც გაზრდის, ისე შემცირების უფლებამოსილებას თავად სასამართლოს მიერ. ევროკავშირის მსგავსად, კონკურენციის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლს საქართველოშიც საერთო სასამართლოები ახორციელებენ. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებების პირველადი გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოში.