კონკურენტებს შორის კონკურენტული ქცევის კოორდინაცია გარიგების მონაწილე ეკონომიკური აგენტების მოგების გაზრდის მიზნით, რომლის მოსალოდნელი შედეგია ფასების გაზრდა ან/და წარმოების შემცირება. კარტელისგან განსხვავებით, ფარული გარიგება შეიძლება მოხდეს მონაწილე მხარეებს შორის აშკარა შეთანხმების გარეშეც, მაგალითად, ეკონომიკური აგენტების პარალელური ქმედებების შედეგად. თუმცა, პრაქტიკაში, მსგავსი ეკონომიკური შედეგების გამო, ტერმინები „კარტელი" და „ფარული გარიგება" გარკვეულწილად სინონიმებად გამოიყენება. ხსენებული გარიგების მსგავსი ეფექტი შესაძლოა წარმოიშვას ოლიგოპოლიურ ბაზრებზე ეკონომიკური აგენტების ინდივიდუალური ქმედებების შედეგადაც, როდესაც ისინი მოქმედებენ კონკურენტებზე ურთიერთდამოკიდებულების გააზრებით და ახდენენ საკუთარი საბაზრო ქმედებების კონკურენტებთან კოორდინირებას კარტელის მსგავსად, თუმცა აშკარა შეთანხმების გარეშე (ე.წ. „tacit collusion").