მომხმარებლისთვის გაკეთებული ფასდაკლება ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ. ხშირად, ფასდათმობები რეტროაქტიულად მოსდევს პროდუქციის განსაზღვრული რაოდენობის მითითებულ ვადაში შეძენას. ფასდათმობები გავრცელებული კომერციული პრაქტიკაა, რომელსაც მიმწოდებელი სთავაზობს გაყიდვების გასაზრდელად ან კლიენტი ითხოვს, როგორც კომპენსაციას კონკრეტულ მიმწოდებელთან ბიზნეს ურთიერთობისთვის. როგორც წესი, ფასდათმობა მიიჩნევა ჯანსაღი ფასისმიერი კონკურენციის გამოვლინებად. ამასთან, ფასდათმობა ცალკეულ პირობებში განაპირობებს ისეთ ეფექტიანობას, რომელიც კეთილდღეობას ზრდის. ეკონომიკური ლიტერატურა ფასდათმობებს უპირობოდ არ თვლის კონკურენციის შემზღუდველ ქმედებებად. თუმცა, არსებობს ფასდათმობათა გარკვეული სახეობები, რომლებსაც ახლავს კონკურენციის შეზღუდვის (მომეტებული) რისკი, განსაკუთრებით, თუკი ისინი დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ გაიცემა.