ჩანაცვლებადობა (Substitutability)

მწარმოებლის ან მომხმარებლის პოზიციიდან საქონლის ან მომსახურების ერთმანეთის შემცვლელებად მიჩნევის საზომი. ეკონომიკური აგენტის სპეციფიკურ საქონელზე/მომსახურებაზე ფასწარმოქმნის პოლიტიკა დამოკიდებულია მომხმარებელთა შესაძლებლობაზე, შეიძინონ სხვა საქონელი ან/და მომსახურება, რომელიც მათი შეფასებით ჩასანაცვლებელი საქონლის ან/და მომსახურების ეკვივალენტურია ფიზიკური თვისებების, გამოყენების, ფასის ან სხვა მახასიათებლების მიხედვით (ჩანაცვლებადობა მოთხოვნის მიხედვით). ანალოგიურად, ეკონომიკური აგენტი შესაძლოა კონკურენტულ წნეხს განიცდიდეს სხვა მწარმოებლებისაგან, რომლებსაც შესწევთ უნარი, დაუყოვნებლივ და მინიმალური ხარჯით გადაერთონ შესაბამისი პროდუქცის წარმოებაზე და აქვთ სურვილი შესაბამის საბაზრო სეგმენტზე კონკურენციაში ჩაერთონ (ჩანაცვლებადობა მიწოდების მიხედვით). კონკურენციის სფეროში, (ურთიერთ)ჩანაცვლებადობა გამოიყენება შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის პროცესში.