აღსრულების ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც კონკურენციის ორგანო კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში იყენებს, სანქციის სახით. როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს კონკურენციის სამართალი კანონდარღვევისთვის ითვალისწინებს ჯარიმას და არა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ჯარიმა გამოიხატება ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის პროცენტის ან კანონმდებლობით დადგენილი ფიქსირებული თანხის სახით. კონკურენციის შემზღუდველი ქმედებისთვის დაკისრებული ჯარიმა გამოითვლება კანონდარღვევის შედეგად დამდგარი ზიანის, ხანგრძლივობისა და სიმძიმის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ეკონომიკურ აგენტს ჯარიმა შეიძლება დაეკისროს პროცედურული კანონდარღვევისთვისაც (მაგალითად, კონკურენციის ორგანოს მიერ მოკვლევის ფარგლებში გამოთხოვილი ინფორმაციის მიუწოდებლობისას).