21 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქ. რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ ახალგაზრდებთან (18–29 წელი).
ღონისძიება სტარტს უდებს შეხვედრების ციკლს საქართველოს მუნიციპალიტეტებში, რომელიც ხორციელდება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
შეხვედრას წარუძღვება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
საპრეზენტაციო თემები:
კონკურენცია და ბაზარი: ჯანსაღი კონკურენციის სარგებელი (ხელმისაწვდომი ფასი, მაღალი ხარისხი), ბრძოლა მონოპოლიებთან, კარტელურ გარიგებებთან და ყალბ ფასდაკლებებთან;
მომხმარებელთა უფლებები: ონლაინ ვაჭრობისას ნივთის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი და 2-წლიანი კანონისმიერი გარანტიის პირობები;
საგანმანათლებლო რესურსები: სააგენტოს საგანმანათლებლო შესაძლებლობები და კონკურენციის ონლაინ ლექსიკონი.