ღონისძიებები

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

location მისამართი: ქ. თბილისი, სასტუმრო "პარაგრაფი"
🔴 ფიზიკური
calendar 2026-11-19 ---- calendar 2026-11-20

2026 წლის 19-20 ნოემბერს საქართველო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დელეგატები და სფეროს ექსპერტები. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია https://ccc.gov.ge/index.php და შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. თქვენ მიერ შევსებულ სარეგისტრაციო განაცხადს განიხილავს კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი, რისი განხილვის შემდეგ, დეტალურ ინფორმაციას საორგანიზაციო ჯგუფისგან ელექტრონული ფოსტით მიიღებთ.