ღონისძიებები

ICPEN-ის კონფერენცია და მაღალი დონის შეხვედრა (ICPEN-ის საქართველოს თავმჯდომარეობა: „ნდობის შენება ციფრულ ეპოქაში“ (2026–2027))

location მისამართი: თბილისი
🔴ფიზიკური
calendar 2026-09-14 clock 10:00 ---- calendar 2026-08-18 clock 17:00

2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026-2027 წლების პრეზიდენტი უწყება გახდა. ICPEN-ის პრეზიდენტობის ფარგლებში, 2026 წლის სექტემბერში, თბილისში, უწყებამ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ICPEN-ის პრეზიდენტობის პერიოდში, წევრ ქვეყნებთან ერთად, სამ პრიორიტეტულ საკითხზე მუშაობდა:

  • გაძლიერდეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების, გლობალური სტანდარტების შემუშავების და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით;
  • გაძლიერდეს ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები;
  • გაძლიერდეს ახალგაზრდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებები გამოცდილ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავები.

    ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილი იყო: „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ (Building Trust in the Digital Age). მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 80-ზე მეტ წევრ ქვეყანასა და წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს.