სიახლეები

პორტუგალიის კონკურენციის ორგანომ (AdC) მიიღო დადებითი გადაწყვეტილება კომპანია FBO Motors Sports და FXRS MOTOR, S.A. კონცენტრაციის საკითხზე.

პირველი კომპანია ახორციელებს ახალი და მეორადი Ferrari-ს მსუბუქი ავტომობილების, ასევე მათი სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების გაყიდვას. იგი ასევე უზრუნველყოფს ავტომობილების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სერვისებს. მეორე კომპანია საქმიანობს ავტომობილების გაყიდვის, იმპორტის, გაქირავების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სფეროში. კონკურენციის ორგანომ დაადგინა, რომ აღნიშნული შერწყმა არ გამოიწვევს ეფექტური კონკურენციის არსებით შეზღუდვას შესაბამის ეროვნულ ბაზარზე, ან მის მნიშვნელოვან ნაწილში.



წყაროს ნახვა