სიახლეები

რუმინეთის კონკურენციის საბჭომ (Romanian Competition Council) დაიწყო გამოძიება სამედიცინო ულტრაბგერითი აპარატურისა და პაციენტების სამედიცინო მონიტორინგის მოწყობილობების ბაზრებზე.

საბჭომ ჩაატარა დაუგეგმავი (მოულოდნელი) შემოწმებები კომპანია Philips România SRL-ის ობიექტებში, Philips-ის 10 დისტრიბუტორისა და გადამყიდველის ობიექტებში. აღნიშნული კომპანიები საქმიანობენ სამედიცინო ულტრაბგერითი აპარატურის ბაზარზე და/ან საავადმყოფოებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოსაყენებელი პაციენტთა მონიტორინგის სამედიცინო მოწყობილობების ბაზარზე. შემოწმებები განხორციელდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება შესაძლო ანტიკონკურენტულ შეთანხმებას და/ან შეთანხმებულ მოქმედებას. შედეგად, კომპანიები ერთმანეთს აღარ გაუწევდნენ კონკურენციას და აღარ შექმნიდნენ ფასების შემცირების ზეწოლას შესყიდვის პროცედურებში, რაც საბოლოოდ კონკურენციის შეზღუდვას გამოიწვევდა. თუ კონკურენციის საბჭო დაადგენს, რომ კომპანიებმა კონკურენციის წესები დაარღვიეს, მათ შეიძლება დაეკისროთ ჯარიმა წლიური ბრუნვის 10%-მდე. ამასთან, კომპანიებს, რომლებიც კონკურენციის ორგანოს შემწყნარებლობის (leniency) პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლებენ, შესაძლოა სრულად გათავისუფლდნენ ჯარიმისგან, ან მნიშვნელოვნად შეუმცირდეთ იგი.



წყაროს ნახვა