სიახლეები

სინგაპურის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიამ (CCS ) კომპანია HelloBikeSG Pte. Ltd.-ს ოფიციალური გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა.

ვინაიდან HelloRide-მ 2025 წელს ორჯერ სცადა კონკურენტ კომპანია Anywheel Pte. Ltd.-ს ფასების განხილვის შეთავაზება. ასეთი კომუნიკაცია კონკურენტებს შორის განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან კონკურენტების მიერ ფასების შეთანხმება ან ფასებთან დაკავშირებული კოორდინაცია შეიძლება წარმოადგენდეს კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. ამ შემთხვევაში, კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხებოდა ფასების განხილვის მცდელობას, და არა იმას, რომ საბოლოოდ დადასტურებული იყო ფასების შეთანხმება. სწორედ ამიტომ, CCS გაფრთხილებით შემოიფარგლა. HelloBikeSG არის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობაა რეკრეაციული და სპორტული საქონლის, მათ შორის საერთო სარგებლობის ველოსიპედების, გაქირავება.


წყაროს ნახვა