სიახლეები

რუმინეთის კონკურენციის საბჭომ (Romanian Competition Council) განახორციელა საწვავის ბაზრის ანალიზი.

საბჭოს შეფასებით, საწვავის ბაზრის მსხვილმა ოპერატორებმა (OMV Petrom, Rompetrol, MOL Romania, Socar Romania) დაიცვეს სავაჭრო ფასნამატზე დაწესებული ზედა ზღვარი. მათი მარჟები არ აღემატებოდა 2025 წლის საშუალო მაჩვენებელს. ზოგიერთ კომპანიასთან მიმართებით (Petrotel-Lukoil, Lukoil Romania, NIS Petrol/Gazprom) მონაცემები უზუსტობებს შეიცავს და დამატებით დაზუსტებას საჭიროებს. 16 აგვისტოს დიზელზე აქციზის 20%-იანმა შემცირებამ (68 ბანი/ლიტრზე) ტუმბოებთან ფასების მყისიერი კლება გამოიწვია — საშუალო ფასი 10.74 ლეიდან 10.10 ლეიმდე შემცირდა. შემდგომი მცირე მატების მიუხედავად, დიზელი მაინც 50–53 ბანით იაფია აქციზის შემცირებამდე არსებულ ფასზე. რუმინეთში საწვავის ფასების დინამიკა ევროკავშირის ტენდენციებს მიჰყვება. გადასახადების გარეშე დიზელის ფასი რუმინეთში ევროკავშირის საშუალოზე 6%-ითა, ხოლო ბენზინის ფასი 8%-ით დაბალი. სავაჭრო მარჟების რეგულირების მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ, რუმინეთში ფასები ევროკავშირის საშუალოზე ნაკლებად შემცირდა, ვიდრე ეს აპრილი-ივნისის პერიოდში დაფიქსირდა. სულ გაანალიზდა 824 ოპერატორის მონაცემები. 65 შემთხვევაში დაფიქსირდა 2025 წელთან შედარებით მარჟის სავარაუდო გადაჭარბება, თუმცა ეს ინდივიდუალურ შემოწმებას ექვემდებარება და დარღვევას ავტომატურად არ ნიშნავს.


წყაროს ნახვა