ორივე მათგანი საქმიანობს ჩასაბარებელი ბარგისა და ხელბარგის ფეთქებადი ნივთიერებების აღმოჩენის სისტემების მიწოდებისა და შემდგომი (საგარანტიო/ტექნიკური) მომსახურების სფეროში. ჩასაბარებელი ბარგის EDS გამოიყენება აეროპორტებში იმ ბარგის შესამოწმებლად, რომელსაც მგზავრები ბარგის განყოფილებაში განსათავსებლად აბარებენ, ხოლო ხელბარგის EDS გამოიყენება საავიაციო უშიშროების გამშვებ პუნქტებზე თან წასაღები ბარგის შესამოწმებლად. კომისიამ დაასკვნა, რომ შეთავაზებული გარიგება არ გამოიწვევს კონკურენციის არსებით შეზღუდვას შესაბამის ბაზრებზე.
წყაროს ნახვა