აგვისტოს განმავლობაში
www.ekalata.gov.ge -ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათისა და 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.
სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 5-11 აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა და 37.41 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 37.45 ლარი იყო.
რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 8-9 აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა და 25.23 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 26.84 ლარი იყო.
საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 29.7%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 0.5%-ით.
www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
წყაროს ნახვა