სიახლეები

ახალი ზელანდიის კომერციის კომისიამ (NZCC) გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც ეხება შპს J&P Turner-ის (JPT) კონცენტრაციაზე განაცხადს.

JPT ითხოვს თანხმობას, რათა მან ან მასთან დაკავშირებულმა ნებისმიერმა საწარმომ შეძლოს Turners & Growers Fresh Limited-ის აქციების 100%-მდე შეძენა. კომისია აფიქსირებს პოტენციურ შეშფოთებას კონკურენციის საკითხებთან დაკავშირებით, რაც შერწყმის პირველადი გამოძიების შედეგად გამოიკვეთა. თუმცა, ეს არ წარმოადგენს მის საბოლოო გადაწყვეტილებას და არ ნიშნავს იმას, რომ აპირებს უარი თქვას შერწყმის დადასტურებაზე, ან დაამტკიცოს იგი. კომისია ელოდება პოზიციებს (შენიშვნებს/მოსაზრებებს) JPT-ისგან, T&G Fresh-ისგან და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან, განცხადებაში წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით.


წყაროს ნახვა