კომპანია მომხმარებელთა წინასწარი თანხმობის გარეშე ახორციელებდა სატელეფონო მარკეტინგს (ტელემარკეტინგს), რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. კომპანია რეკავდა მომხმარებლებთან სხვა კომპანიის სახელით, ამოწმებდა მათ ინტერესს ფოტოელექტრულ სისტემებსა თუ თბურ ტუმბოებზე და უნიშნავდა შეხვედრებს გაყიდვების წარმომადგენლებთან. კომპანიის მტკიცებას, რომ ის „მხოლოდ შეხვედრებს ნიშნავდა“, UOKiK-ი არ დაეთანხმა და ეს პირდაპირ მარკეტინგად შეაფასა. კონტაქტები მოპოვებული იყო ორი გზით: ყიდულობდნენ ძველ მონაცემთა ბაზებს ან ნომრებს ალგორითმის მეშვეობით, შემთხვევითობის პრინციპით გენერირებდნენ. ორივე შემთხვევაში მომხმარებელთა წინასწარი თანხმობა არ არსებობდა.UOKiK-ის პოზიციით, ტელეფონის ნომრის ქონა არ ნიშნავს მარკეტინგული ზარის განხორციელების უფლებას. თანხმობა წინასწარი, გააზრებული და კონკრეტული უნდა იყოს ჯერ თანხმობა, ხოლო შემდეგ ზარი და არა პირიქით. კომპანია დაჯარიმდა 308,728 ზლოტით, ხოლო კომპანიის მმართველს, პირადი ჩართულობისა და დარღვევის განზრახ დაშვების გამო, 100,000 ზლოტის ჯარიმა დაეკისრა.
წყაროს ნახვა