American Express, ამერიკული კორპორაცია, წარმოადგენს გლობალურ პრემიუმ საგადახდო და ლაიფსტაილ ბრენდს. ის საქმიანობს საგადახდო სისტემების მართვის, საგადახდო ბარათების ემისიის (გამოშვების), სავაჭრო ექვაირინგისა და მომხმარებლებისა თუ ბიზნესისთვის განკუთვნილი სხვა მომსახურებების სფეროში. TRS კი დივერსიფიცირებული გლობალური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ინოვაციურ საგადახდო გადაწყვეტებს სთავაზობს. American Express-ი ასევე წარმოდგენილია რესტორნების ონლაინ დაჯავშნის სექტორში თავისი შვილობილი კომპანიების Resy Network, Inc.-ისა და Tock LLC-ის მეშვეობით. ორივე კომპანია ოპერირებს უმთავრესად შეერთებულ შტატებში, ხოლო ევროპასა და უშუალოდ პორტუგალიაში, მხოლოდ შეზღუდული წარმომადგენლობა გააჩნიათ. კონკურენციის ორგანომ დაადგინა, რომ აღნიშნული შერწყმა არ გამოიწვევს ეფექტური კონკურენციის არსებით შეზღუდვას შესაბამის ეროვნულ ბაზარზე, ან მის მნიშვნელოვან ნაწილში.
წყაროს ნახვა