კრისტიან ერბაშუ არის Erbașu Group-ის ერთ-ერთი აქციონერი/მეწილე, რომელიც უმთავრესად ოპერირებს მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში, ახორციელებს სამოქალაქო, ინდუსტრიულ მშენებლობებს, გზებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის სამუშაოებს, დაპროექტებასა და არქიტექტურულ მომსახურებას. Erbașu Group-ი ასევე საქმიანობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა უძრავი ქონების დეველოპმენტი, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, სასტუმრო ბიზნესი, IT და საკონსულტაციო მომსახურებები, აგრეთვე სამშენებლო მასალების მოპოვება და მიწოდება. ვლად-ფრანჩისკ იმანი არის Iman Group-ის ერთ-ერთი აქციონერი/მეწილე და წარმომადგენელი, რომელიც ძირითადად ოპერირებს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სფეროებში. კონკურენციის საბჭომ დაადგინა, რომ ტრანზაქცია არ ქმნის არსებით დაბრკოლებებს ეფექტიანი კონკურენციისთვის რუმინეთის ბაზარზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილში.
წყაროს ნახვა