სიახლეები

ფინეთის კონკურენციის და მომხამრებლის სააგენტო (FCCA) დეტალურად იძიებს L&T Environmental Services-ისა და Kempeleen Siurtokulüsset-ის შერწყმას

L&T Environmental Services, რომელიც Lassila & Tikanoja Plc ჯგუფის ნაწილია, ნარჩენების მართვის მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს. Kempeleen Siirtokuljetus ასევე მოქმედებს ნარჩენების მართვის ბაზარზე, მაგრამ მისი ოპერაციები შემოიფარგლება ჩრდილოეთ ოსტრობოტნიით. ორივე მხარე რეგიონში კომპანიებსა და ოჯახებს არასახიფათო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, დახარისხებისა და გადამუშავების მომსახურებას სთავაზობს. გარდა ამისა, ორივე მხარეს სახიფათო ნარჩენების მართვის ოპერაციები ჩრდილოეთ ოსტრობოტნიაში აქვს. FCCA-ს წინასწარი მიმოხილვის საფუძველზე, შერწყმამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს კონკურენციაზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ოსტრობოტნიის არასახიფათო ნარჩენების მართვის ბაზარზე. შერწყმა აერთიანებს რეგიონის ორ უმსხვილეს კერძო ნარჩენების მართვის ოპერატორს, რომლებსაც მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავთ ნარჩენების მართვის მომსახურების ჯაჭვის რამდენიმე ნაწილში. FCCA საჭიროდ მიიჩნევს შერწყმის კონკურენციაზე ზემოქმედების გამოძიების გაგრძელებას. შემდგომ წარმოებაში FCCA-ს შეუძლია დაამტკიცოს შერწყმა არსებული სახით, დააწესოს პირობები მისი დამტკიცებისთვის ან შესთავაზოს საბაზრო სასამართლოს აკრძალოს გარიგება. საქმის შესწავლა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 69 სამუშაო დღით. საბაზრო სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს საქმის წარმოება მაქსიმუმ 46 სამუშაო დღით.


წყაროს ნახვა