კერძოდ, სლოვაკეთის საწვავის ინდუსტრიისა და ვაჭრობის ასოციაციის ეთიკის კოდექსით თავის წევრებს დააკისრა ვალდებულება, არ გადაებირებინათ (არ დასაქმებულიყვნეთ) ერთმანეთის თანამშრომლები. საბჭომ დაადასტურა, რომ ასეთი ქმედება წარმოადგენს კარტელურ შეთანხმებას, რომელიც ზღუდავს კონკურენციას, იწვევს ხელფასების შემცირებას, სამუშაო პირობების გაუარესებას და საბოლოოდ უარყოფითად აისახება მომხმარებლებზეც. ვინაიდან ეს არის სლოვაკეთში შრომის ბაზარზე კარტელური შეთანხმების გამოვლენის პირველი პრეცედენტული შემთხვევა, საბჭომ გაითვალისწინა საქმის სპეციფიკა და პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებული ჯარიმა 10 000 ევროდან 1 000 ევრომდე შეამცირა. ეს გადაწყვეტილება მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ კადრების არგადაბირების შეთანხმება კანონის სერიოზული დარღვევაა და წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელოს ბაზრის მონაწილეებისთვის.
წყაროს ნახვა