უკანონო შინაარსი და შევიწროება - კონტენტის გასაჩივრების (რეპორტინგის) პროცედურა მარტივი უნდა იყოს, ხოლო პლატფორმები ვალდებულნი არიან, დაამუშაონ საჩივრები და დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებები.
არასრულწლოვანთა გაძლიერებული დაცვა - პლატფორმებმა, რომლებიც ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვის, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მაღალი დონე უნდა უზრუნველყონ.
გამოხატვის თავისუფლება - კონტენტის წაშლის ან მისი ხილვადობის შეზღუდვის შემთხვევაში, პლატფორმები ვალდებულნი არიან განმარტონ თავიანთი გადაწყვეტილება და მომხმარებლებს მის უფასოდ გასაჩივრების შესაძლებლობა მისცენ.
უფრო უსაფრთხო ონლაინ საყიდლები - უფრო გამჭვირვალე რეკლამა, პროფესიონალი გამყიდველების უკეთესი იდენტიფიცირება და უკანონო ან სახიფათო პროდუქციის ამოღება. პრინციპი მარტივია: ონლაინ და ოფლაინ სივრცეში ერთი და იგივე წესები მოქმედებს.
წყაროს ნახვა