სიახლეები

ირლანდიის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კომისიამ (CCPC), ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ჩაატარა მოულოდნელი ჩხრეკები მზის პანელების სექტორში მომუშავე კომპანიების ოფისებსა და კერძო სახლებში.

გამოძიება ეხება კონკურენციის კანონის სავარაუდო დარღვევას და ტენდერებში ფასების/გამარჯვებულების წინასწარ შეთანხმებას (bid-rigging). კომისია მოუწოდებს ნებისმიერ პირსა თუ კომპანიას, ვინც ფლობს ინფორმაციას, ითანამშრომლოს მათთან. შემსუბუქებისა და იმუნიტეტის სპეციალური პროგრამის ფარგლებში, უკანონო გარიგებაში მონაწილე პირებს/კომპანიებს, სრული თანამშრომლობის სანაცვლოდ, შეუძლიათ თავიდან აიცილონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან შეიმცირონ ჯარიმები. კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, სამართლიანი კონკურენცია აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის, ინოვაციებისა და მომხმარებლის ინტერესების დასაცავად. მანვე აღნიშნა, რომ ჩხრეკის ჩატარება ავტომატურად არ ნიშნავს კანონდარღვევის უკვე დადასტურება. ვინაიდან გამოძიება აქტიურ ფაზაშია, CCPC ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.


წყაროს ნახვა