სიახლეები

ლატვიის სეიმმა, 2026 წლის 24 სექტემბერს საბოლოო მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კანონში ცვლილებები

სისხლის სამართლის კანონში ცვლილებები, რომლითაც ფიზიკურ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში კარტელურ და აკრძალულ გარიგებებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. პასუხისმგებლობა გავრცელდება მსხვილ შესყიდვებზე, როცა კონტრაქტის ღირებულება დღგ-ის გარეშე მინიმუმ 750,000 ევროა, ხოლო სამშენებლო/სამუშაოების ხელშეკრულებების შემთხვევაში, მინიმუმ 1 მილიონი ევრო. დამრღვევებს ემუქრებათ პატიმრობა, პრობაცია, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ჯარიმა. ასევე შესაძლებელია გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისგან, თუ ის პირველი ნებაყოფლობით განაცხადებს დარღვევის შესახებ და აქტიურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან. კონკურენციის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორის განცხადებით, კარტელური გარიგებები ხელოვნურად ზრდის ფასებს და აზარალებს სახელმწიფოსა და საზოგადოებას. ახალი რეგულაცია იქნება მძლავრი პრევენციული ინსტრუმენტი, თუმცა მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას სამართალდამცავებსა და კონკურენციის საბჭოს შორის. ცვლილებები მომზადდა უზენაესი სასამართლოს სენატის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამშენებლო კომპანიების კარტელურ საქმეზე, რომელმაც დაადგინა, რომ ოპერატიული თვალთვალისას/ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები ადმინისტრაციულ წარმოებაში მტკიცებულებად ვერ გამოიყენებოდა.


წყაროს ნახვა