სიახლეები

CMA ავალდებულებს Aramark-ს გაყიდოს Entier კონკურენციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების ორგანომ (CMA) დაასრულა Aramark Limited-ის მიერ Entier Limited-ის შესყიდვის საქმის სიღრმისეული გამოძიება და დაადგინა, რომ აღნიშნული გარიგება იწვევს კონკურენციის მნიშვნელოვან შემცირებას ჩრდილოეთის ზღვის ოფშორული ქეითერინგის ბაზარზე. შედეგად, მარეგულირებელმა გამოსცა საბოლოო ბრძანება, რომელიც Aramark-ს ავალდებულებს სრულად გაასხვისოს (გაყიდოს) ახლადშეძენილი კომპანია Entier. კომპანიამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა შოტლანდიის სააპელაციო სასამართლომ (Court of Session) Aramark-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა CMA-ს მოთხოვნა.


წყაროს ნახვა