სიახლეები

ახალი ზელანდიის კონკურენციისა და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელმა ორგანომ (NZCC) სამართლებრივი დავა დაიწყო იაფფასიანი მაღაზიათა ქსელის, PD Mart-ის (ყოფილი Panda Mart) წინააღმდეგ

კომისიის განცხადებით, ონლაინ თუ ფიზიკურ მაღაზიებში (ოქლენდსა და ქრაისტჩერჩში) იყიდებოდა 57 დასახელების პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების სტანდარტებს, მათ შორის: საბავშვო სათამაშოები, ველოსიპედები და ჩვილის ჭოჭინები. კომპანია აცხადებდა, რომ საბავშვო მანქანის სავარძლების 7 ტიპი საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს შეესაბამებოდა, რაც, კომისიის მტკიცებით, სიცრუე იყო. PD Mart-ს ასევე ბრალი ედება მომხმარებლების მოტყუებაში ნივთის დაბრუნების უფლებებთან დაკავშირებით. დარღვევები გამოვლინდა 2024 წლის ოქტომბრიდან განხორციელებული მრავალჯერადი შემოწმების შედეგად. კომისიის განცხადებით, მაღაზიას არ ჰქონდა გამართული შიდა სისტემები და პერსონალიც არ იყო სათანადოდ გადამზადებული. კომისიის გენერალური მენეჯერის თქმით, დაბალი ფასები მაღაზიას უსაფრთხოების ნორმების გვერდის ავლის უფლებას არ აძლევს. მომხმარებელს არ უნდა უწევდეს არჩევანის გაკეთება დაბალ ფასსა და უსაფრთხოებას შორის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება.


წყაროს ნახვა