სიახლეები

ახალი ზელანდიის კონკურენციისა და სამართლიანი ვაჭრობის კომისიამ (NZCC) მიიღო გადაწყვეტილება Mastercard-ისა და Visa-ს კომერციულ საკრედიტო ბარათებზე ინტერჩენჯის საკომისიოების ზედა ზღვარის დაწესების შესახებ

ეს ცვლილება ბიზნესებს ყოველწლიურად დაახლოებით 290 მილიონი დოლარის ხარჯებს დაუზოგავს. კომერციული საკრედიტო ბარათები ტრანზაქციების მცირე წილს შეადგენს, თუმცა მათზე არაპროპორციულად მაღალი საკომისიოებია. ამ საკომისიოებით ფინანსდება ბარათის მფლობელთა ბონუსები (ლოიალობის პროგრამები, ქეშბექი და ა.შ.), რისი გადახდაც საბოლოოდ ბიზნესებს უწევთ. ეს ხარჯები აისახება პროდუქციის საბოლოო ფასებზე, რაც უსამართლოა რიგითი მომხმარებლისთვის. საკომისიოების შემცირება შეამცირებს ბიზნესის ხარჯებს, წაახალისებს ბაზარზე ახალ მოთამაშეებსა და ალტერნატიულ საგადახდო სისტემებს (მათ შორის open banking-ს) და შექმნის უფრო სამართლიან, კონკურენტუნარიან და ეფექტურ გარემოს. ამჟამად ახალზელანდიური ბიზნესები კომერციული ბარათების მიღებაში წლიურად $170 მილიონს იხდიან, საიდანაც $125 მილიონი სწორედ ინტერჩენჯის საკომისიოზე მოდის. ახალი შეზღუდვები ძალაში შევა 2027 წლის 22 აპრილს. ბიზნესებს ურჩევენ, გადახედონ საგადახდო ხელშეკრულებებს და კონსულტაცია გაიარონ თავიანთ პროვაიდერებთან.


წყაროს ნახვა