სიახლეები

ირლანდიის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კომისია (CCPC) მომხმარებლებს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ Ambiano Ionic-ის იმ ფენების (თმის საშრობების) გამოყენება

ირლანდიის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კომისია (CCPC) მომხმარებლებს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ Ambiano Ionic-ის იმ ფენების (თმის საშრობების) გამოყენება, რომლებიც ირლანდიაში, მარკეტების ქსელ Aldi-ში იყიდებოდა 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერს შორის. ირლანდიაში სულ გაყიდულია დაახლოებით 5 400 ასეთი ფენი. პროდუქტი შეიცავს ელექტროშოკისა და ხანძრის გაჩენის რისკს, რადგან დროთა განმავლობაში შესაძლოა დენის სადენი დაზიანდეს და შიშველი ელექტროგაყვანილობის გამოჩენა ან გადახურება გამოიწვიოს. CCPC-ის ბაზრის ზედამხედველობის დირექტორმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა პირმა, ვისაც ეს თმის საშრობი აქვს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მისი გამოყენება და დააბრუნოს Aldi-ს უახლოეს მაღაზიაში თანხის სრულად დასაბრუნებლად. დაზიანების რისკის შემცველი პროდუქცია იყიდებოდა შავ, თეთრ, ყვითელ და ნარინჯისფერ ფერებში.


წყაროს ნახვა