სიახლეები

ნიდერლანდების მომხმარებელთა და ბაზრის ზედამხედველობის ორგანომ (ACM) გამოსცა Data Act-ის სამოქმედო სახელმძღვანელო, მომხმარებლებისა და პროვაიდერების უფლება-მოვალეობების დასაზუსტებლად.

სახელმძღვანელოს მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ღრუბლოვანი (Cloud) სერვისების პროვაიდერის შეცვლა იყოს სწრაფი, მარტივი და უფასო, რათა მომხმარებლები არ იყვნენ დამოკიდებულნი ერთ კონკრეტულ კომპანიაზე (ბაზრის 75%-ს სამი უმსხვილესი პროვაიდერი აკონტროლებს). ორი მთავარი პრინციპია პროვაიდერის მარტივად შეცვლის შესაძლებლობა და პარალელური გამოყენება, ანუ სხვადასხვა პროვაიდერის სერვისების ერთდროულად გამოყენება და მათ შორის მონაცემთა გაცვლა. პროვაიდერებმა ხელი არ უნდა შეუშალონ გადასვლას, ან პარალელურ გამოყენებას და უზრუნველყონ სერვისის უწყვეტობა. აუცილებელია მოქმედებდეს გამჭვირვალე ფასები/პირობები და მკაფიო ხელშეკრულებები. უზრუნველყოფილი უნდა იქნას უფასო API-ები მონაცემთა გაცვლისთვის და IaaS სერვისებისთვის ფუნქციური ექვივალენტურობის შენარჩუნება. ასევე, ევროკავშირის გარეთა ქვეყნების მთავრობებისგან არაპერსონალური მონაცემების უკანონო წვდომისგან დაცვა. 2027 წლის 12 იანვრიდან პროვაიდერებს ეკრძალებათ გადასვლისთვის რაიმე საფასურის გადახდევინება. დასაშვებია მხოლოდ გადასვლის პროცესთან პირდაპირ დაკავშირებული ხარჯების გადახდევინება. რეგულაცია მოქმედებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში და ეხება ევროკავშირის გარეთ არსებულ პროვაიდერებსაც, რომლებიც ევროპულ ბაზარს ემსახურებიან. დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ ACM-ს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას ფასში, ხარისხში, მეტ არჩევანს მომხმარებლისთვის და უკეთეს პირობებს მცირე/ახალი პროვაიდერებისთვის.


წყაროს ნახვა