2027 წლის 1 თებერვლიდან, ახალ ზელანდიაში ქვიშის შემცველი გარკვეული სამომხმარებლო პროდუქტები (მათ შორის 14 წლამდე ბავშვების სათამაშოები, ხელოვნებისა და დეკორატიული ნივთები) გაყიდვამდე სავალდებულო შემოწმებას გაივლიან იმის დასადატურებლად, რომ არ შეიცავენ ასბესტს. 2025 წლის ნოემბრიდან, ქვიშის შემცველ რამდენიმე პროდუქტში ასბესტის კვალი აღმოჩნდა, ხოლო 2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბაზრიდან უკვე გამოითხოვეს 23 დასახელების პროდუქტი. ვინაიდან, ასბესტის ვიზუალურად დადგენა შეუძლებელია, აუცილებელი გახდა ლაბორატორიული ტესტირება. მომხმარებლებს ეძლევათ რეკომენდაცია შეამოწმონ, ხომ არ არის მათ მიერ შეძენილი პროდუქტი გამოთხოვილთა სიაში (Product Safety New Zealand-ის ვებგვერდზე). ასევე, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ასეთი პროდუქციის გამოყენება და მიჰყვნენ უსაფრთხოების მითითებებს. იმპორტიორებისა და მომწოდებლების ვალდებულებაა, მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო სამსახურსა თუ ვაჭრობის კომისიას წარუდგინონ ტესტირების ოფიციალური დოკუმენტაცია. უსაფრთხოების წესების დარღვევა იკრძალება 1986 წლის „სამართლიანი ვაჭრობის შესახებ“ კანონით. ეს დროებითი წესი იმოქმედებს 18 თვის განმავლობაში, სანამ მთავრობა პრობლემის მოგვარების გრძელვადიან სტანდარტებს შეიმუშავებს.
წყაროს ნახვა