ირლანდიის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კომისიამ (CCPC) წერილით მიმართა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საცალო მოვაჭრეებს და შეახსენა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, მათ ევალებათ ქაღალდის ჩანთებსა და ანალოგიურ პროდუქციაზე ფასების მითითება. CCPC-ის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების თანახმად, მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მაღაზიებსა თუ სალაროების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანთების ფასები გამოსაჩენ ადგილას განთავსებული არ არის. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის მიხედვით, საცალო მოვაჭრეები ვალდებულნი არიან ნათლად დააფიქსირონ გასაყიდი საქონლის ფასები. ფასი უნდა იყოს ცალსახა, ადვილად აღქმადი, მკაფიოდ კითხვადი და განთავსებული უშუალოდ პროდუქტზე ან მის სიახლოვეს.კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს მოვაჭრეთა მიერ ფასის მითითების წესების დაცვა და მომხმარებელთა ჯეროვანი ინფორმირება. ეს ზომები მოიცავს როგორც დაჯარიმების შეტყობინებებისა და შესრულების სავალდებულო მითითებების გაცემას, ასევე საქმის სასამართლოში გადაცემას.
წყაროს ნახვა