სიახლეები

Apple-ი დათანხმდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ეხება App Tracking Transparency (ATT) ფუნქციას iOS და iPadOS სისტემებში.

ოფისის განმარტებით, Apple-ის მიერ გამოყენებული ენა და შეტყობინებები სხვების (მესამე მხარის) აპლიკაციებისთვის მომხმარებლებს უბიძგებდა თვალთვალზე უარის თქმისკენ, მაშინ როცა, Apple-ის საკუთარი სარეკლამო სერვისები უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ.
გადაწყვეტილების თანახმად, Apple-მა უნდა გამოიყენოს ნეიტრალური ფორმულირება და დიზაინი როგორც საკუთარ, ისე მესამე მხარის აპლიკაციებში თანხმობის მოთხოვნისას. პოლონურენოვან შეტყობინებებში Apple-ს დაევალა ამოიღოს სიტყვა „თვალთვალი“ (Tracking) ან შეცვალოს ის უფრო ნეიტრალური ტერმინოლოგიით, რათა მომხმარებელს არ შეექმნას ნეგატიურად განწყობილი აღქმა სხვა დეველოპერების მიმართ. ცვლილებების მიზანია უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია ციფრული რეკლამის ბაზარზე. აპლიკაციების დეველოპერებს მიეცემათ შესაძლებლობა, უკეთ აუხსნან მომხმარებლებს მონაცემთა დამუშავების მიზნები. Apple-ს მიეცემა 2 თვე (გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლიდან) ამ ახალი წესებისა და შეტყობინებების დასანერგად. კომპანიას ასევე დაევალა ყოველწლიური ანგარიშების წარდგენა UOKiK-ისთვის და დამოუკიდებელ მონიტორინგის რწმუნებულთან თანამშრომლობა.



წყაროს ნახვა