სიახლეები

რუმინეთის კონკურენციის საბჭომ დაიწყო გამოძიება რამდენიმე კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე

რუმინეთის კონკურენციის საბჭომ (Romanian Competition Council) დაიწყო გამოძიება კომპანიების - Merck Sharp & Dohme BV (ნიდერლანდები), Merck Sharp & Dohme Limited (გაერთიანებული სამეფო) და Merck Sharp & Dohme România SRL (MSD) მხრიდან დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც მდგომარეობს DONA. Logistica SA-სთან რუმინეთის ბაზარზე გარკვეული მედიკამენტების დისტრიბუციაზე პირდაპირი თანამშრომლობაზე უარის თქმაში. კონკურენციის ორგანო აანალიზებს, შეზღუდეს თუ არა MSD ჯგუფის კომპანიებმა, DONA. Logistica SA-სთან პირდაპირ თანამშრომლობაზე უარის თქმით, ამ უკანასკნელის წვდომა მედიკამენტების - Januvia, Janumet, Remicade, Simponi და Keytruda რეალიზებაზე და იმოქმედეს თუ არა უარყოფითად საბითუმო დისტრიბუციისა და საცალო ვაჭრობის ბაზრებზე არსებულ კონკურენციაზე მომხმარებელთა საზიანოდ. აღნიშნულ კონტექსტში, კონკურენციის საბჭომ გამოძიებული კომპანიის რუმინულ ოფისში მოულოდნელი ინსპექტირება ჩაატარა. მოულოდნელი ინსპექტირება ანტიკონკურენციული პრაქტიკების შესაძლო გამოძიების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რომლის მიზანიც მათი ანალიზისთვის საჭირო მტკიცებულებების იდენტიფიცირება და შეგროვებაა. ინსპექტირების ჩატარება არ წარმოადგენს კონკურენციის საბჭოს მხრიდან წინასწარ განაჩენს კონკურენციის სფეროში კანონმდებლობის დარღვევის არსებობასთან დაკავშირებით.


წყაროს ნახვა