სიახლეები

ახალი ზელანდიის ვაჭრობის კომისიამ (NZCC) სუპერმარკეტების ქსელ Pak’nSave-ის ორ ფილიალს მომხმარებელთა მოტყუებისა და პროდუქციის ფასების სისტემატური ცდომილების გამო ჯარიმები დააკისრა.

სილვერდეილის მაღაზია 234,000 დოლარით დაჯარიმდა, ხოლო მილ სტრიტის 346,500 დოლარით. კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, მომხმარებელს აქვს უფლება ენდოს დახლზე მითითებულ ფასს და კომისია არ მოერიდება სხვა სუპერმარკეტების პასუხისგებაში მიცემასაც. ამასთან, უწყება მხარს უჭერს ,,სამართლიანი ვაჭრობის შესახებ“ კანონმდებლობის გამკაცრებას, რაც დარღვევებზე ჯარიმის მაქსიმალური ზღვრის, 5 მილიონ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. მსგავს დარღვევებზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს Woolworths-ის წინააღმდეგაც, ხოლო Foodstuffs-ის მიმართ კომისიას კარტელურ გარიგებებსა და ფასების შეზღუდვაზე აქვს დავა დაწყებული.


წყაროს ნახვა