სიახლეები

ირლანდიის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კომისიისა (CCPC) და საწარმოთა, ტურიზმისა და დასაქმების დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა „ევროპული კონკურენციის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება.

2026 წლის 28 ოქტომბერს, დუბლინში, ირლანდიის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კომისიისა (CCPC) და საწარმოთა, ტურიზმისა და დასაქმების დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა „ევროპული კონკურენციის დღისადმი“ (European Competition Day) მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ირლანდიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში. პანელურ დისკუსიებზე განიხილეს ციფრული ბაზრების რეგულირება, შერწყმის კონტროლის მომავალი და კონკურენციის პოლიტიკის როლი ევროპის ცვალებად ეკონომიკურ ლანდშაფტში. ამავე პერიოდში ირლანდიაში ევროპელმა ლიდერებმა ციფრული დღის წესრიგი და ეკონომიკური საკითხები განიხილეს.



წყაროს ნახვა