სიახლეები

აირის მომხმარებელთა უფლებების დამცველმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა ერთობლივი გაფრთხილება გამოსცეს არასანდო გამყიდველებთან დაკავშირებით, რომლებიც მოსახლეობას ენერგოპროდუქტებს სთავაზობენ.

საგრძნობლად იმატა საჩივრებმა ისეთ პროდუქტებსა და სერვისებზე, როგორებიცაა სახლის ელემენტები/აკუმულატორები, თბური ტუმბოები და ენერგოეფექტურობის კონსულტაციები. გამოკითხულთა თითქმის ნახევარს (45%+) ტელეფონით ან კარდაკარ მიადგნენ არასანდო გამყიდველები. თაღლითები იყენებენ ბაზარზე არსებულ გაურკვევლობასა და მაღალ ფასებს. ისინი ხშირად თავს ასაღებენ მუნიციპალიტეტის ან ენერგომომწოდებლის პარტნიორებად, იყენებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას („ფასდაკლება მხოლოდ დღეს მოქმედებს“, „სუბსიდიას ვადა გასდის“) და მომხმარებელზე ყიდიან გადაჭარბებულად ძვირ პროდუქტებს. 2026 წლის 2 ნოემბრიდან (კლიმატის კვირეულის ფარგლებში), ნიდერლანდების მომხმარებლისა და ბაზრის ორგანომ წამოიწყო კამპანია: „შეწყვიტეთ საუბარი. დაიწყეთ საკუთარი შემოწმება“. მთავარი რჩევა მომხმარებლებს: 1. დაუყოვნებლივ დაასრულეთ მოულოდნელი სატელეფონო ან კართან საუბარი; 2. მსხვილი ყიდვებისას ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. თავად გადაამოწმეთ ინფორმაცია, შეადარეთ კომპანიები და გამოიყენეთ მუნიციპალიტეტების უფასო ენერგოკონსულტანტების მომსახურება; 3. საეჭვო ან შეცდომაში შემყვანი შეთავაზებების შესახებ შეატყობინეთ შესაბამის უფლებადამცველ ორგანოებს.



წყაროს ნახვა