საქმე ეხება სარეკლამო აქციებს „სპეციალური ოთხშაბათი“ და „ვალენტინობის ოთხშაბათი“, რომელთა ფარგლებშიც კომპანია მომხმარებელს „100%-იან თანხის ვაუჩერით დაბრუნებას“ ჰპირდებოდა, თუმცა მალავდა მნიშვნელოვან შეზღუდვებს. კერძოდ, ვაუჩერის გამოსაყენებლად საჭირო მინიმალური თანხის დახარჯვას სხვა პროდუქტებზე, პროდუქციის მკაცრად განსაზღვრულ ასორტიმენტსა და შეზღუდულ რაოდენობას. სასამართლომ დაადასტურა, რომ ,,ბედრონკამ“ მომხმარებლები შეაცდინა და ქმედება განზრახი იყო, თუმცა დაკისრებული ჯარიმა პირვანდელი 105 მილიონი ზლოტიდან დაახლოებით 84 მილიონ ზლოტამდე შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დარღვევა დაადასტურა, განაჩენი არ არის საბოლოო და კომპანიას მისი გასაჩივრების უფლება აქვს, თავად UOKiK-ის ხელმძღვანელი კი აპირებს, რომ ჯარიმის ოდენობის შემცირების ნაწილი სააპელაციო წესით გასაჩივროს და სანქციის თავდაპირველი მოცულობა მოითხოვოს.
წყაროს ნახვა