სიახლეები

გამოქვეყნდა იტალიის კონკურენციის ორგანოს ((AGCM) და იტალიის ბანკის ერთობლივი ანგარიში „იტალიაში კონკურენციის მდგომარეობის შესახებ“.

ანგარიშის მიხედვით, 2010–2023 წლებში იტალიის ეკონომიკაში კონკურენციული პირობები ზოგადად სტაბილური იყო და კომპანიების საბაზრო ძალაუფლების მასშტაბური ზრდა არ დაფიქსირებულა. ფასების შეფარდება წარმოების ხარჯებთან მხოლოდ ზომიერად გაიზარდა. ბაზრის კონცენტრაციამ, რომელიც სახელმწიფო ვალის კრიზისის დროს გაიზარდა, 2023 წლისთვის საწყის დონეს დაუბრუნდა, რაც განსხვავდება აშშ-ის ტენდენციებისგან, სადაც კონკურენცია სუსტდება. ბიზნესის აქტივობა კი შეფერხებული იყო არასახარბიელო დემოგრაფიით - ათწლეულის განმავლობაში ბაზრიდან მეტი კომპანია გადიოდა, ვიდრე შემოდიოდა. გარდა ამისა, ბაზრის ლიდერები ძირითადად უცვლელნი რჩებიან. ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლისა და პროდუქტიული კომპანიების ზრდის ხელშეწყობა გააძლიერებს ინოვაციებს, ეფექტიანობასა და ეკონომიკურ ზრდას.



წყაროს ნახვა