სიახლეები

ნიდერლანდების მომხმარებელთა და ბაზრების უწყებამ (ACM) ფარმაცევტული კომპანია Biogen-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო გაფანტული სკლეროზის მედიკამენტების ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

საქმე ეხება Stratify-ის სისხლის ანალიზს (anti-JCV ტესტი), რომელსაც Biogen-ი ნიდერლანდებში მხოლოდ იმ პაციენტებისთვის ხდის ხელმისაწვდომს, რომლებიც მისივე წარმოებული პრეპარატით (Tysabri) მკურნალობენ ან აპირებენ მკურნალობას. აღნიშნული ტესტი აუცილებელია სიცოცხლისთვის საშიში ტვინის ვირუსული ინფექციის რისკის შესაფასებლად, რომელიც თან ახლავს ნატალიზუმაბის შემცველი მედიკამენტების მიღებას. ვინაიდან Biogen-ი სხვა მწარმოებლების მედიკამენტებით მოსარგებლე პაციენტებს ამ ტესტზე წვდომას უზღუდავს, ეს ხელს უშლის კონკურენტებს (მაგალითად, ბიოსიმილარების მწარმოებლებს) და ნეგატიურად აისახება ფასებზე, მიწოდებასა და პაციენტებისა, თუ ექიმების არჩევანის თავისუფლებაზე. ანალოგიური გამოძიება Biogen-ის წინააღმდეგ მიმდინარე წელს იტალიის კონკურენციის უწყებამაც დაიწყო, რომელთანაც ACM-ი აქტიურად თანამშრომლობს. უწყება მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია Tysabri-სა და Stratify-ის ტესტის ხელმისაწვდომობის შესახებ, მიაწოდონ მათ მონაცემები კანონდარღვევის დასადგენად.



წყაროს ნახვა