სიახლეები

ენერგომომწოდებლებს არ აქვთ უფლება შეცვალონ ფიქსირებული ფასის მქონე კონტრაქტები, როდესაც ძალაში შევა ETS-2 (ემისიებით ვაჭრობის მეორე სისტემა) და მწვანე გაზის შერევის ვალდებულება.

ნიდერლანდების მომხმარებელთა და ბაზრის დაცვის ორგანოს (ACM)-ს გადაწყვეტილებით, ენერგიის მიმწოდებლებს არ აქვთ უფლება, გაზის მიწოდებაზე ისეთი ფიქსირებული ხელშეკრულებები შესთავაზონ მომხმარებლებს, რომელთა მიმართაც გათვალისწინებულია ფასის შეცვლის შესაძლებლობა ახალი წესების ამოქმედების შემთხვევაში და ეხება CO₂-ის გადასახადს (ETS-2) და მწვანე გაზის შერევის ვალდებულებას. ACM-მა მიმართა იმ ენერგომომწოდებლებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობდნენ ხელშეკრულებებს მსგავსი ფასის ცვლილების პუნქტით. ამის შემდეგ აღნიშნულმა კომპანიებმა ხელშეკრულებებიდან ამოიღეს ეს პუნქტი . AM-ს წევრის განმარტებით, ფიქსირებული ხელშეკრულების მიზანია, მომხმარებელს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადასახდელი საფასურის მიმართ გარკვეული გარანტია და სტაბილურობა შეუქმნას. ამიტომ, ფიქსირებული ხელშეკრულება ნამდვილად ფიქსირებული უნდა იყოს. მიმწოდებლებს არ შეუძლიათ უბრალოდ შეცვალონ ფიქსირებული ხელშეკრულებების პირობები მაშინ, როდესაც ძალაში შევა მწვანე გაზის შერევის ვალდებულება ან ETS-2-ის წესები. მოკლედ: ნიდერლანდების მარეგულირებლის პოზიციაა, რომ თუ მომხმარებელმა ფიქსირებული ტარიფით გაზის ხელშეკრულება გააფორმა, ენერგომიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფასი ვერ უნდა გაზარდოს მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მომავალში ETS-2-ის ან მწვანე გაზის ახალი რეგულაციები ამოქმედება მოხდება.


წყაროს ნახვა