ჩვენ შესახებ

მისია

ჩვენი მისიაა შევქმნათ ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცე, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს საკუთარი უფლებების დაცვაში, ხოლო ბიზნესს - სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დანერგვაში. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნა არის მთავარი ინსტრუმენტი ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ჩამოსაყალიბებლად.

ხედვა

ჩვენი ხედვაა გავხდეთ მთავარი ორიენტირი და სანდოობის გარანტი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში. ვისწრაფვით ციფრული ეკოსისტემის შექმნისკენ, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი, სკოლის მოსწავლიდან მსხვილ მეწარმემდე - მარტივად იპოვის საჭირო რესურსებს, პასუხებსა და მხარდაჭერას.

რას ვაკეთებთ

კონკურენციის ონლაინ ლექსიკონი არის ციფრული სივრცე ყველასთვის, ვისაც საქართველოში სამართლიანი საბაზრო გარემოსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა აინტერესებს. ჩვენი სივრცე სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

  • ინტერაქციული ონლაინ-ლექსიკონი: რთული სამართლებრივი და ეკონომიკური ტერმინოლოგია – მარტივ ენაზე. ეს არის გზამკვლევი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამართლის უკეთ გასააზრებლად.

  • კვლევითი და ანალიტიკური ბაზა: საერთაშორისო პრაქტიკის, დარგობრივი პუბლიკაციებისა და რეალური საქმეების ანალიზის (Case Studies) ერთიან საცავი პროფესიონალებისა და მკვლევრებისთვის.

  • საგანმანათლებლო რესურსები: პრაქტიკული სახელმძღვანელოები, ვიდეო-მასალები და ტესტები, რომლებიც ბიზნესსა და მოქალაქეებს საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების ეფექტიან რეალიზებაში ეხმარება.